| |
Drug preguntas
მარ 04
რა ვქნა, თუ წერა არ შემიძლია?
-არადა როგორ მინდა
დავწერო ჩემი ბიბლია,
მყავდეს მეც მუზა წმინდა…
მეც შევაქებდი კალამს,
ნაზად ვხატავდი მთვარეს,
ვაცისკროვნებდი სამყაროს,
განვაცოცხლებდი არეს.
ცას შევუთვლიდი სალამს,
ავაქროლებდი ქარებს,
მეც სევდამ დამისამაროს,
მეც აღვადგენდი მკვდარებს.
ლოცვას ვიტყოდი ვით ალამს
ჩარჭობილს ზეცის მხარეს…
დაე მეც თოვლმა დამფაროს
ნაიისფრალმა ღამეს!
არ ვიოცნებებ ხვალ მე ბევრს
მხოლოდ დღეს ვთხოვდი უფალს…
-კაცი, რომელიც ლექსს ვერ წერს
თუმც პოეზია უყვარს…
მარ 04
|
მაკოცე!…
დაირღვევა მისჯილი დუმილი,
მაკოცე, მომიკალი დიდი ხნის წყურვილი…
მაკოცე, დავივიწყებ დაკარგულ საათებს,
არ მინდა ეს გრძნობა ოდესმე დამთავრდეს…
მაკოცე…
შენს თვალებში ნაღველი ჩამდგარა,
გაკოცებ!…
მეც მოგირჩენ ტკივილებს პატარავ…
ღამდება, მთვარის შუქი ცის ჩრდილებს აცოცხლებს,
ვიძინებ, გევედრები ძილის წინ მაკოცე,
ხომ იცი შენი კოცნა მკვდარსაც კი მაცოცხლებს….
|
მარ 03
ნუ ტირი მე რომ ვტირი ეგეც მეყოფა,
დრო გადის ვხედავ გზები ვეყოფა.
ნუ ტირი ჩემი გული შენთან დარეჩება
ცრემლებით არაფერი არ გადარჩება,
ნუ ტირი თუმცა ცრემლი მართლა გიხდება
ჩემს გარდა შენს მშვენებას სხვა ვერ მიხვდება,
ნუ ტირი გინდა ჩემს ცრემლს გაგიზიარებ
მე წავალ მაგრამ სულს არ დაგიზიანებ
გათენებისას მზესთან ერთად დაგელოდები
არა წარსულში ვერ დაგტოვებ,არ მემეტები
ნუ ტირი ბედი ტირის ეგეც გვეყოფა
ხომ ხედავ გზები უკვე მართლა გვეყოფა.
მარ 03
ნუ მოხვალ ახლო, იყავი შორი,
სიშორის ორმოს ავავსებთ სევდით,
მთელ ქვეყანაზე მარტო ვართ ორი,
ქვეყნის დასასრულს ორი შევხვდებით…
სად შემიყვარდა, რად შემიყვარდა?
მე არ ვკითხულობ, არც მსურს გაგება.
შენ გაუშლელი ტანჯვის ხარ ვარდი
და ჩემი სული ეკლად დაგება…
შენი სიშორის მიმაფრენს ქარი,
შენ სურნელების წვიმა მაწვიმებს.
ანგელოსი ხარ თუ ჯადოქარი,
წაიღე სული, არ დაგამძიმებს.
დამწვარ ოცნებას, დაფერფლილ ფიქრებს,
ჩახლეჩილი ხმის ქებას დახეულს
და აწითლებულს ველურ ქიმერებს
კუბოდ დაგიწნავ ძვირფასს, შორეულს…
——-
ტიციან ტაბიძე
თებ 26
მე გამაცილებს შენზე ოცნება
მე გამაცილებს ჩადრების რიგი
მე ერთს დავეძებ სველი თვალებით
მაგრამ ცავიდა აღარ ჩანს იგი.
მე გამაცილებს მხოლოდ ცრემლები
მხოლოდ ცაცხვები პოთოლშრიალა
მე გამაცილებს ფართო შარა გზა
და ის ძვირფასი თვალები არა.
მე შემიყვარებს სულ სხვისი გული
და სულ სხვა ბიჭი თვალებ ბრიალა.
სხვა გაათენებს ჩემზე ღამეებს
და ის ზვირპასი თვალები არა.
სხვა გამახარებს მაინც უბედურს
და უფრო ძლიერ ავქვითინდები
ვიცი ვერასდროს რომ ვერ გამიგებ
და ერთგულებას ვერ დამპირდები.
სხვა დამიკოცნის დანისლულ თვალებს
გულში მაგრადაც სხვა ჩამიკონებს
და ის ძვირფასი თვალები არა
რომლისთვისაც რომ ასე ვიწვოდი.
მას რომ ვერასდროს ვერ შევხვდებოდი
რად შევიყვარე ეს ხომ ვიცოდი?
თებ 26
გითხარი… გეწყინა, ბავშვივით გაწითლდი,
ბავშივით დამტუქსე თან:
რა ცუდი ყოფილხარ… მომეშვი… გამცილდი….
როგორ გამიბედე თქმა
არაო, თავს იქნევ, სასტიკად უარობ,
მეძახი ცუდსა და შლეგს,
მე კი, ასე ცუდი, მეგობრებს ვუამბობ-
როგორი კარგი ხარ შენ
თებ 26
შენ წახვალ სხვასთან, გაუყვები ბილიკს ნამიანს,
არც გეხსომება მე ეს ლექსი ვისთვის დავწერე.
შორს გაფრინდები ვით პატარა ჭიამაია,
ქარში გაყვები მეოცნებე ბაბუაწვერებს.
მე კი დავრჩები გამოწვდილი ხმელი ტოტებით,
სველი ფოთლები ჩამომცვივა ალბათ საფლავზე,
და თუ ოდესმე, თუ ოდესმე მოგაგონდები,
მოდი, მიტირე და სიკვდილი გამილამაზე…
თებ 26
დრომ გადათელა ჩემი სული მძიმე ფლოქვებით,
დრომ ღამის მეკვლედ მომიქცია ცისკრის ტოროლა
და შემოდგომას მოღწეული ხმელი ფოთლები
საფარფატოდღა დამიტოვა თითო-ოროლა.
მიტომაც ხედავ ჩემს მზერაში სიცოცხლის დამლევს,
ჩემს წუთისოფელს ჩამავალ მზეს მიტომ ადრიან,
გარდაცვალების მოციქულად მოვლენილ ღამეს
მიტომ ვუმზადებ საბრძანებელს დილაადრიან.
მიტომაც ვდგავარ დროის ფერფლით გარსმოხვეული,
მიტომ მამსგავსებ სიყმაწვილის მიმქრალ ორეულს,
მშიერი მიწის საკვებადღა შემრჩა სხეული
და მიტომ ვგავარ მე სიკვდილით ვნებამორეულს.
და რადგან ასე დავრდომილს და დღემოკლეს მხედავ,
მე შენს სიყვარულს უფრო ძლიერ ამიტომ ვბედავ!
თებ 24
დამთავრდა ზამთარი, იფეთქებს მაისი,
სიფხიზლის მიზეზი გათავდა, დამისხი!
ამდენი ღვინის სმით გაშორდა ფერი კანს,
მე მაინც ვიძახი: ინ ვინო ვერიტას.
სული დაუძლურდა, ვამძიმებ სამყაროს,
ვის უნდა სიფხიზლის ბორკილი სამყაროს?!
მე ამით ვშველი სულს, მე ამით ვშველი ტანს
და უფრო ვრწმუნდები _ ინ ვინო ვერიტას.
მუდამ გავურბოდი რეალურ პროფილებს
და გულებს შურისგან ზიზღით გაყოფილებს,
ტვინი დაიღალა, სიფხიზლეს ვერ იტანს,
ამიტომ ვიძახი: ინ ვინო ვერიტას.
მე არ ვცნობ შეხვედრებს ყალბსა და დაზაფრულს,
მე მიყვარს ქალი რომ გაჩუქებს გაზაფხულს
და სულში მისივე სურნელს რომ შეიტანს,
მაშინაც ვიძახი: ინ ვინო ვერიტას.
უბრალო თვალების მე უფრო მეტი მწამს,
ინ ვინო ვერიტას, ინ ვინო ვერიტას.
გულწრფელი სალამი ამ ქართულ ელიტას:
ინ ვინო ვერიტას! ინ ვინო ვერიტას!
თებ 24
When I close my eyes I dream of you.
Can’t sleep at night ’cause I wanna be with you.
Don’t want to live, don’t want to cry
Without you by my side.
When I go to sleep at night
I ask God to make my days bright.
I know he will do it - I know it is true.
Because he knows I only want to be with you.
I hear your voice inside my head.
I can imagine us together again.
I know it will happen - I know it is true;
Because I asked God if I can be with you.
I see you and I together again;
Holding hands and feeling the pain.
What a beautiful feeling - I wish it were true.
But I am only dreaming - dreaming of you.
|
|
Recent Comments